აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ტროპიკული ქარიშხალი „ისაიასი“ დაატყდა თავს, რასაც მერილენდისა და ნიუ-იორკის შტატებში სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა, - ამ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე ქარის სიჩქარემ 100 კმ/სთ-ს მიაღწია. ჩრდილოეთ კაროლინადან ნიუ-იორკამდე ქარიშხალმა ტორნადოები და წყალდიდობები გამოიწვია, მოგლიჯა ხეები და დააზიანა სახლები. ამ დროისთვის დაახლოებით 3.4 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
აღსანიშნავია, რომ ქარიშხალი „ისაიასი“ კარიბის ზღვის კუნძულებს ორშაბათს დაატყდა თავს, სადაც სტიქიურ უბედურებას 2 ადამიანი ემსხვერპლა.