23:50
19 აპრილი, 2021, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
აშშ-ის ავიამარეგულირებელმა Boeing-ი 6,6 მილიონით დააჯარიმა
02-03-2021

შეერთებული შტატების სამოქალაქო ავიაციის სამმართველომ (FAA) ამერიკული ავიაკომპანია Boeing-ი 6 მილიონ 600 ათასი მილიონი დოლარით დააჯარიმა. მიზეზი - დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობაა. ამის შესახებ აღნიშნულია მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასში განმარტებულია, რომ Boeing გადაიხდის 5 მილიონ 400 ათასს 2015 წელს დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის, რომლის თანახმადაც კომპანიას უნდა გაეუმჯობესებინა და პრიორიტეტად ექცია მარეგულირებლის მიერ განსაზღვრული ამოცანების შესრულება. გარდა ამისა, Boeing თანახმაა გადაიხადოს მილიონ 210 ათასი დოლარის ჯარიმა ორი პრეტენზიის დარეგულირებისთვის, რომელზეც მარეგულირებელს ჯერ არ გამოუტანია საბოლოო განაჩენი.

აქვე შეგახსენებთ, რომ იანვარში Boeing-მა განაცხადა, რომ გადაიხდიდა 2 მილიარდ 500 მილიონ დოლარს 737 MAX-ის თვითმფრინავების საქმეზე. მაშინ კომპანიამ აღიარა, რომ ორმა მისმა თანამშრომელმა არ გადასცა სრული ინფორმაცია ავიამარეგულირებელს უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები