ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტმა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტრილიონ 700 მილიარდი დოლარი შეადგინა.
სააგენტო Associated Press-ი წერს, რომ ეს რეკორდული ციფრია და ორჯერ აღემატება ნახევარწლიანი დეფიციტის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, რომელიც 2011 წელს დაფიქსირდა.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე ფინანსური წლის პირველ ნახევარში ფედერალური ბიუჯეტის ხარჯებმა 3 ტრილიონ 400 მილიარდი დოლარი შეადგინა მაშინ, როცა ხაზინაში შემოსავლები მხოლოდ ტრილიონ 700 მილიარდი დოლარია. მხოლოდ მარტში ბიუჯეტის დეფიციტი 660 მილიარდი დოლარით არის გაზრდილი.
როგორც ცნობილია, ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა მარტში ხელი მოაწერა კონგრესის მიერ დამტკიცებულ ეკონომიკის მასტიმულირებელ პაკეტს, რომელზეც ტრილიონ 900 მილიარდი დოლარი გამოიყო.