ჩინეთის პრეზიდენტ, სი ძინპინსა და მის ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეებმა კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები განიხილეს.
მედიის ინფორმაციით, ჩინეთის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლაგს უთხრა, რომ ქვეყნები "კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა გაერთიანდნენ". საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" საკუთრა გვერდზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარეები "მჭიდროდ თანამშრომლობენ".
"ახლახანს დავასრულე საუბარი პრეზიდენტ სი ძინპინთან. დეტალურად განვიხილეთ კორონავირუსის გავრცელება მსოფლიოში. ჩინეთმა ბევრი გაიარა და კარგად ერკვევა ვირუსში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. პატივისცემით!", - წერს ტრამპი.