კოვიდ 19-ის პანდემიის ფონზეც კი, მომავალი აკადემიური წლის განმავლობაში სკოლების დახურვა ბავშვების ჯანმრთელობას უფრო დიდ რისკს უქმნის, ვიდრე მათი გახსნა, - ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, რობერტ რედფილდმა, განაცხადა.
დირექტორის თქმით, მომდევნო სასწავლო წლიდან შესაძლებელია აუცილებელი გახდეს მოსაწვლეების მერხებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, პირბადეების გამოყენება და ფიზიკური ბარიერების განთავსება სკოლის ტერიტორიაზე არსებულ დახურულ სივრცეებში, როგორიცაა მაგალითად სასადილოები და სპორტული მოედნები.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმ სკოლებს, რომლებიც შემოდგომაზე არ გაიხსნება, შესაძლოა, ფედერალური დაფინანსება შეუწყდეს.