კორონავირუსის უფრო გადამდები ვარიანტების გავრცელება აშშ-ში ინფიცირების "შემთხვევების პოტენციური მეოთხე ტალღის" საშიშროებას ქმნის, - ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა როშელ ვალენსკიმ განაცხადა.
”გთხოვთ, გარკვევით მომისმინოთ: შემთხვევების ამ რაოდენობით და ახალი ვარიანტების გავრცელების გამო, შესაძლოა, დიდი შრომის შედეგად მიღწეული მონაპოვარი დავკარგოთ. ეს ვარიანტები ძალიან რეალური საფრთხეა ჩვენი ხალხისა და ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესისთვის,“- აღნიშნა როშელ ვალენსკიმ. მისი თქმით, „პოტენციური მეოთხე ტალღის“ თავიდან ასაცილებლად აუცილებელია კორონავირუსითან დაკავშირებით დაწესებული უსაფრთხოების ზომების დაცვა.