ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკამ პოზიციები აღიდგინა, რომელიც გაზაფხულზე დაკარგა და მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ისტორიის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპით გაიზარდა. ამის შესახებ CNN-ი ვაჭრობის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, წლიურ გამოხატულებაში ამერიკის მთლიანი შიდა პროდუქტი მესამე კვარტალში გაზრდილია 33,1%-ით. ეს არის იმაზე მაღალი ზრდის ტემპი, ვიდრე ვარაუდობდნენ ანალიტიკოსები. ეს ამავდროულად იყო ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი, მას შემდეგ რაც 1947 წელს ქვეყნის ვაჭრობის სამინისტრომ დაიწყო კვარტალური მონაცემების აღრიცხვა.