რუსეთის სახელმწიფო დუმის გადაწყვეტილებას, რომელიც ე.წ სამხრეთ ოსეთში ჯარების ინტეგრაციას გულისხმობს, შეერთებული შტატების ელჩი ეხმაურება. იან კელი აცხადებს რომ დუმის გადაწყვეტილება ცხინვალის საკითხზე მიუღებელია. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურ ვებგვერდზესაქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო მთავრობებთან გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებებსა და მათ რატიფიცირებას.