აშშ-ის ქალაქ სიეტლში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. სროლის შემდეგ მამაკაცი გაიქცა და ავარიაში მოყვა. დამნაშავე პოლიციამ დააკავა. როგორც პოლიციაში აცხადებენ, შეიარაღებულმა მამაკაცმა თავიდან სცადა რამდენიმე მოქალაქის ავტომობილი გაეძარცვა, რა დროსაც მან ერთ-ერთი მანქანის მფლობელს ესროლა. მძღოლი დაშავდა, მისი მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შემდეგ შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი ავტობუსში გახსნა. დაშავდა ავტობუსის მძღოლიც. ამის შემდეგ კიდევ ერთი ავტომობილის გაძარცვა სცადა, რომლის მძღოლიც თავდამსხმელის მიერ გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. დამნაშავემ მანქანა გაიტაცა და ავარიაში მოყვა, იგი მეორე ავტომობილს შეეჯახა, რომლის მძღოლიც ასევე გარდაიცვალა.