აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სტივენ მნუჩინმა შვედი გარემოსდამცველი, გრეტა თიუნბერგი, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობის დროს გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თავდაპირველად მან განათლება უნდა მიიღოს, რომ მსოფლიო ლიდერებს პოლიტიკის წარმოება ასწავლოს.
„ის მთავარი ეკონომისტია თუ ვინ არის? დავიბენი. ჯერ წავიდეს და ეკონომიკა ისწავლოს კოლეჯში, მერე შეუძლია მოვიდეს და აგვიხსნას“, - განაცხადა მნუჩინმა.
შეგახსენებთ, გრეტა თიუნბერგმა დავოსში დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, რომ ლიდერებმა მთლიანად უნდა აკრძალონ წიაღისეული საწვავის გამოყენება. მან საწვავის აღმოჩენის სამუშაოებში ჩადებულ ინვესტიციებს „სიგიჟე“ უწოდა.