შეერთებული შტატების ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ და ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სავალუტო კონტროლის სამმართველომ ოთხშაბათს კომპანია Citigroup-ისა და მისი ბანკის Citibank-ის წინააღმდეგ მიღებულ ზომებზე გამოაცხადეს.
მარეგულირებლებმა Citigroup-ს მოუწოდა „რამდენიმე ძველი ხარვეზის აღმოფხვრა“, რომელიც ეხება „რისკების მართვას“ და „შიდა კონტროლის სისტემას“. სავალუტო კონტროლის სამმართველომ კი Citibank 400 მილიონით დააჯარიმა და მსგავსი პრეტენზიები წაუყენა. ეს სახსრები მან ამერიკის ფინანსთა სამინისტროს უნდა გადაუხადოს.
ცნობისთვის, Citigroup ბაზირებულია ნიუ-იორკში. ის ამერიკის 500 უსმხვილეს კორპორაციათა ჩამონათვალშია და Forbes-ის რეიტინგში 30-ე ადგილზეა.