თეთრი სახლის ეკონომიკური საბჭოს ხელძღვანელმა არ გამორიცხა, რომ ამერიკის ხელისუფლებას კორონავირუსის გავრცელების შედეგად დატოვებული კვალის შესამსუბუქებლად ტრილიონ 300 მილიარდ დოლარზე მეტი დასჭირდეს.
მისივე თქმით, ამერიკის ეკონომიკა საკმაოდ ძლიერია, რათა ხელისუფლებას ჰქონდეს შესაძლებლობა „ისესხოს სახსრები“ ბიუჯეტიდან „ბიზნესისა და მოსახლეობის“ დასახმარებლად.
მანამდე ფედერალურმა ხელისუფლებამ იმ ზომათა პაკეტი მოამზადა, რომლებიც კრიზისის დროს ეკონომიკის სტიმულირებისთვის არის მოწოდებული. როგორც სააგენტო Bloomberg-ი წერს, პაკეტის მოცულობა ტრილიონ 200 მილიარდ დოლარს შეადგენს. შტატების ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ის მხარს უჭერს იმას, რომ აღნიშნული ეკონომიკური პაკეტის ფარგლებში, თითოეულმა ამერიკელმა, ორი კვირის განმავლობაში ათას დოლარიანი ჩეკი მიიღოს.