აშშ-ს საელჩო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ მუშაობის შეჩერების გამო საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართავს და მათ, ვისაც სავიზო გასაუბრება აქვთ დანიშნული, სთხოვს, საელჩოში გამოცხადდნენ.ამასთან, როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს საკონსულო მომსახურება კონგრესის მიერ საბიუჯეტო სახსრების ასიგნირებამდე გაგრძელდება.მათივე განმარტებით, აშშ-ის მთავრობის მუშაობის აღდგენამდე საქართველოში საელჩოს Facebook-გვერდი რეგულარულად არ განახლდება, გარდა საგანგებო და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციისა.