ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალური განცხადებით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საქართველოში მათი კოლეგების მრავალწლიანი თანამშრომლობა ეხმარება საქართველოს "კოვიდ-19"-ის საფრთხეებთან ბრძოლაში.
საელჩოს ცნობით, უახლესი ტრენინგების ფარგლებში, "კოვიდ-19"-ის სწორ იდენტიფიცირებასა და მეთვალყურეობაში, ასევე, ინფექციის პრევენციასა და კონტროლის პრაქტიკებზე, საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი პროფესიონალი გადამზადდა.
"საელჩო მხარს უწერს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას და ელის თანამშრომლობის გაგრძელბას, რომელიც ქართველი ხალხის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად იქნება მიმართული," - ნათქვამია დიპლომატიური უწყების განცხადებაში.