აშშ და რუსეთი საელჩოების ზომასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების გადასაჭრელად მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდის გამართვაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვიქტორია ნულანდსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგეი რიაბკოვს შორის აღნიშნულ საკითხზე გამართული შეხვედრა სასარგებლო აღმოჩნდა.
ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ აშშ მისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით მტკიცე პოზიციას ინარჩუნებს.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი რუსეთში იმყოფება. მან შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვთან გამართა