აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი რეგულციები გამოაქვეყნა, რომელიც ორსულ ქალებს აშშ-ში მშობიარობის მიზნით ვიზიტში ხელს შეუშლის.ახალი წესები პარასკევს ამოქმედდება და მისი მიზანი ქვეყანაში ე.წ. მშობიარობის ტურიზმის აღკვეთაა.
რეგულაციის თანახმად, ორსულმა ქალიმა, რომელიც აშშ-ის ვიზის მისაღებად განაცხადს შეიტანს, უნდა დაადასტუროს, რომ ამ ქვეყანაში სტუმრობისთვის განსაკუთრებული მიზეზი აქვს და მას მხოლოდ მშობიარობის გამო არ სტუმრობს. ადმინისტრაცია შეზღუდვების მიზეზად აშშ-ის სახელმწიფო უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ ჯანდაცვას ასახელებს.
კონსტიტუციის თანახმად, აშშ-ის ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვები ამ ქვეყნის მოქლაქეობის ავტომატურად მიღების პრივილეგიით სარგებლობენ. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღნიშნულ კანონმდებლობას აკრიტიკებს.