აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე ნატო-ს სამხედრო წვრთნას Twitter-ში ეხმაურება. თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზე გორში გადაღებული ფოტო გამოქვეყნდა, რომელზეც ამერიკელი ჯარისკაცები და გორელი ბავშვებია გამოსახული."დამეგობრება აღმოსავლეთ ევროპაში. გორში ბავშვებს მიეცათ შესაძლებლობა, ამერიკელ სამხედროებს შეხვედროდნენ. ეს შეხვედრა სამხედრო წვრთნების ფარგლებში შედგა", - ნათქვამია განცხადებაში.