აშშ-ის სენატმა 2 ტრილიონიანი სტიმულირების პაკეტს დაუჭირა მხარი. ეკონომიკის სტიმულირების პაკეტს მხარი 96 სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ წასულა.
კანონპროეტი წარმოადგენს გადაუდებელი დახმარების უმსხვილეს პაკეტს აშშ-ის ისტორიაში და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკანონმდებლო ქმედებას, რომლის მიზანი კორონავირუსისგან გამოწვეული სწრფად მზარდი კრიზისის შეჩერებაა. საბოლოო დამტკიცებამდე პაკეტს წარმომადგენელთა პალატამაც უნდა დაუჭიროს მხარი.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულია 70 000-მდე პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 1000-ზე მეტი ადამიანი.