აშშ-ის სენატმა რუსეთის ფედერაციაში ელჩის თანამდებობაზე სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ სალივანი დაამტკიცა. ხუთშაბათს გამართულ კენჭისყრაზე სალივანის კანდიდატურის სასარგებლოდ ხმა 70 სენატორმა მისცა, წინააღმდეგი კი 22 იყო.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის ფედერაციაში ელჩის თანამდებობაზე ჯონ სალივანი 17 ოქტომბერს წარადგინა წარადგინა.