აშშ-ის სენატმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1915 წელს ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების მასობრივ ხოცვას გენოციდად აღიარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
რეზოლუციაში წერია, რომ ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915-1923 წლებში 1,5 მილიონი სომეხის მკვლელობა გენოციდია.
ფაქტს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოეხმაურა. მან აშშ-ის სენატს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მე-20 საუკუნის პირველი გენოციდის 1.5 მილიონი მსხვერპლისთვის ეს პატივის მიგებაა და ასევე პრევენციისკენ გადადგმული თამამი ნაბიჯია.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ კი სენატის გადაწყვეტილებას "პოლიტიკური შოუ" უწოდა.