აშშ-ის სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა სავარაუდოდ დღეს დაიწყება. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურისტების გუნდმა სენატს 171-გვერდიანი მემორანდუმი გაუგზავნა, სადაც იმპიჩმენტის წინააღმდეგ არგუმენტები და მტკიცებულებებია წარმოდგენილი. იურისტები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცედურას ქვეყნის კონსტიტუციის შეურაცყოფას უწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტისთვის საჭირო ფორმალური პროცედურა დაიწყეს. ამ საფუძველი ტრამპისა და ვლადიმერ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბარი გახდა, სადაც ტრამპი ზელენსკის ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა.
4 დეკემბერს წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტის პროცედურის შესახებ 300-გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა.