შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ ეგრეთ წოდებულ ეკონომიკურ შავ სიაში, 33 ჩინურ კომპანიას და ინსტიტუციას დაამატებს. ვაშინგტონის განმარტებით, ეს ის კომპანიებია, რომლებსაც პეკინი უმცირესობაში მყოფი უიგურების პოპულაციის წინააღმდეგ მიმართული შპიონაჟისთვის, ასევე მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად იყენებს.
შავ სიაში შვიდი კომპანია და ორი ინსტიტუცია იმის გამო მოხვდა, რომ ისინი ადამიანის უფლებათა დარღვევაში არიან მხილებულნი. ორი ათეული კომპანიის, სახელმწიფო დაწესებულების და კომერციული ორგანიზაციის შავ სიაში მოხვედრის მიზეზი კი ისაა, რომ ისინი იმ მასალების შესყიდვებში მონაწილეობენ, რომლებსაც ჩინეთის სამხედრო ძალები, მასობრივი განადგურების იარაღის წარმოებისთვის იყენებენ.
კომერციის დეპარტამენტი, შავ სიაში შეყვანილ კომპანიებისა და ორგანიზაციებისადმი, ამერიკული წარმოების და ამერიკული ტექნოლოგიების გამოყენებით, უცხოეთში დამზადებული პროდუქციის მიყიდვას კრძალავს. კომპანიებს შეუძლიათ გაყიდვების ლიცენზიის აღება, თუმცა, ამისთვის გარკვეული მკაცრი პირობების შესრულება მოუწევთ.