აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა მაიკლ პომპეომ ფიცი დადო, ცერემონიას აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი მაიკლ პენსი ესწრებოდა, რომელმაც პომპეოს პროფესიონალი და მტკიცე ხასიათის ადამიანი უწოდა. პომპეო, წარსულში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო. აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტში მოსმენების დროს მან განაცხადა, რომ "რუსეთი თავისი ინტერესების აღდგენას აგრესიულად ახორციელებს". მან ასევე ბრალი დასდო რუსეთს უკრაინის ოკუპაციაში და ინტერვენციაში.