აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან პარტნიორობას წყვეტს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და არაეფექტურობაში დასდო ბრალი. ”ჩვენ განვიხილეთ ის რეფორმები, რომელიც მათ უნდა განეხორციელებინათ, მაგრამ მათ უარი განაცხადეს მოქმედებაზე. ჩვენ დღეს ვწყვეტთ ურთიერთობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის გამოყოფილი თანხები კი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვა საჭიროებებზე იქნება გადამისამართებული. მსოფლიოს სჭირდება პასუხები ჩინეთისგან. ჩვენ უნდა გვქონდეს გამჭვირვალობა" , - განაცხადა ტრამპმა. ცნობისთვის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება აპრილში გახდა ცნობილი. ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ინფორმაციის დამალვასა და არაეფექტურობაში ადანაშაულებს.