აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით შეერთებული შტატები გეგმავს, ქვეყანაში შემსვლელ ყველა ავიამგზავრს გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე ჩატარებული კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხი მოსთხოვოს. მათივე ინფორმაციით, არსებული შეზღუდვა შეეხება როგორც უცხო ქვეყნის, ასევე აშშ-ის მოქალაქეებს.
ამჟამად მოქმედი წესების თანახმად, ვაქცინირებულ მგზავრებს შეუძლიათ, აშშ-ში შესვლისას გამგზავრებამდე 3 დღით ადრე აღებული ტესტის პასუხი წარადგინონ.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაცია ასევე განიხილავს გახდეს თუ არა სავალდებულო კიდევ ერთი ტესტის გაკეთება ქვეყანაში ჩასვლიდან მესამე-მეხუთე დღის განმავლობაში.