ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ შეგროვებული უახლესი მონაცემების თანახმად, აშშ-მ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო. შესაბამისად, აშშ მსოფლიოში ვირუსის 85 594 შემთხვევით პირველ ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ჩინეთში ახალი კორონავირუსის 81 782 შემთხვევაა დაფისირებული, ხოლო იტალიაში 80 589. ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსს 1 300 ადამიანი ემსხვერპლა.