აშშ-მ „ისლამური სახელმწიფოს” მთავარი სამიზნეები დაასახელა. ამის შესახებ კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელ ნიკოლას რასმუსენზე დაყრნობით გამოცემა Washingtonexaminer-ი იუწყება. როგორც ცნობილი გახდა, ტერორისტები იერიშების მიტანას აეროპორტებსა და თვითმფრინავებზე გეგმავენ. "ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლამ გვაჩვენა, რომ მათი შესუსტება შესაძლებელია. თუმცა, შესწევთ უნარი ადამიანების გადაბირებით გააფართოვონ დაჯგუფების რიგები, ვხედავთ რა ხდება ევროპაში. ტერორისტები კარგად აცნობიერებენ, რომ ეკონომიკური ზარალის მიყენება შესაძლებელია თვითმფრინავების განადგურებით. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ტერაქტებს ბევრი ადამიანი შეეწირება“, - განაცხადა რასმუსენმა.