ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და იაპონიამ უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს.
ამერიკის თვითმფრინავი, რომელსაც 240 მოქალაქე გადაჰყავდა, ანჩორაჯში, ალიასკაზე დაეშვა, სადაც საწვავის მარაგს შეავსებს და საბოლოოდ კალიფორნიის სამხედრო ბაზაზე დაეშვება. თავდაპირველად, გასაზღვრული იყო, რომ თვითმფრინავი სამოქალაქო აეროპორტში დაჯდებოდა, თუმცა, მოგვიანებით გეგმები შეიცვალა.
შტატების პარალელურად, ევაკუაცია განახორციელა იაპონიამაც. ამ დროისთვის ჩინეთი იაპონიის 206-მა მოქალაქემ დატოვა, რომლებიც ტოკიოში დილით ჩაფრინდნენ. ბორტზე მყოფი ყველა პირი კარანტინშია, ხოლო ისინი, ვისაც ვირუსის გარკვეული სიმპტომები აღმოაჩნდათ, სამკურნალოდ კლინიკებში გაიგზავნენ.
უახლოეს დღეებში ევაკუაციას გეგმავენ - ავსტრალია, ახალი ზელანდია, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო.