ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ შეწყვიტა გამოძიება ოთხი უმსხვილესი საავტომობილო კომპანიის - Ford Motor-ის, Honda Motor-ის, BMW-სა და Volkswagen-ის წინააღმდეგ. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იუწყება.
კომპანიებმა Ford Motor-მა და Honda Motor-მა ძიების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს.
ამ ოთხი საავტომობილო კომპანიის წინააღმდეგ საქმე 2019 წლის სექტემბერში აღიძრა. როგორც ცნობილია სამართალდამცავებს ეჭვი ჰქონდათ კარტელურ გარიგებაზე, რომლის თანახმადაც, ისინი ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვზე ერთიანი სტანდარტის განსაზღვრაზე ერთმანეთში შეთანხმდნენ.