ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება რომ Huawei-ს დამატებით 90 დღით გაუხანგრძლივოს ლიცენზია. ეს ლიცენზია მას საშუალებას აძლევს ამერიკული კომპანიებისგან მიიღოს პროდუქცია, რომელიც ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესს არ ავნებს. ამის შესახებ შტატების ვაჭრობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
ლიცენზიის ვადების გახანგრძლივება ცალკეულ ამერიკულ კომპანიებს საშუალებას მისცემს, არ მოხვდნენ აკრძალვების ქვეშ, რომელიც ამერიკის ადმინისტრაციამ მიმდინარე წელს აამოქმედა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრძანების თანხმად, 17 მაისს ამერიკის ვაჭრობის სამინისტრომ Huawei შავ სიაში შეიყვანა, ამის შემდეგ კომპანიის მიმართ 20 მაისს ამოქმედდა დროებითი 90-დღიანი ლიცენზია, რომელიც 19 აგვისტოს, ასევე 90 დღით გახანგრძლივდა.