აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. აკრძალვები თურქეთის იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებზე ვრცელდება. ამის მიზეზი თურქეთში ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის დაპატიმრება გახდა. თურქი სამართლადამცველები მას და ამერიკული დიპმისიის კიდევ რამდენიმე წევრს ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ, რომელსაც ანკარაში 2016 წლის ივლისის გადატრიალების მცდელობის მთავარა იდეოლოგად მიიჩნევენ. თავის მხრივ თურქეთში განაცხადეს, რომ ანკარა ვაშინგტონს საკადრის პასუხს გასცემს და აშშ-ს სანქციების გაუქმებისკენ მოუწოდებენ. საგარეო საქმეთა უწყებაში ასევე დასძინეს, რომ აშშ თურქეთის იურიდიულ სისტემაში ერევა, რაც საერთაშორისო ურთიერთბების პრინციპებს ეწინააღმდეგება.