ჩინეთთან სავაჭრო საკითხებში შედეგის არქონის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია მზადაა საბაჟო ტარიფები ჩინეთიდან იმპორტირებულ 300 მილიარდის ღირებულების პროდუქციაზეც დააწესოს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC-ის ამერიკის ვაჭრობის მინისტრმა განუცხადა.
მისივე თქმით, შტატები მზადაა საბაჟო ტარიფები გაზარდოს იმპორტირებულ ავტომობილებზე ჩინეთიდან და ევროკავშირიდან. მინისტრის ცნობით, საბაჟო ტარიფების დაწესებით შტატებში უცხოური საავტომობილო კომპანიების ინვესტიციებს ელოდებიან.
ამასთან, როგორც ამერიკის ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა, ამერიკა-ჩინეთს შორის სავაჭრო შეთანხმება სავარაუდოდ მიიღწევა, ოღონდ ეს არ მოხდება დიდი ოცეულის სამიტზე იაპონიაში, რომელიც 28-29 ივნისს გაიმართება და რომელშიც ორი ქვეყნის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.