ამერიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უპრეცენდენტო დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უპრეცენდენტო მხარდაჭერას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აშშ-ს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ საქართველოს მხარდამჭერ საკანონმდებლო აქტთან დაკავშირებით განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს არაღიარების პოლიტიკის განხორციელებას.