ამერიკის საელჩო საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის დაწყებიდან 99 წლისთავს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აშშ საქართველოს მიერ მძიმე ბრძოლით მოპოვებული სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, მის გვერდით დგას. საელჩო დიდი ქართველი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვებსაც აქვეყნებს.
"25 თებერვალს მე ვიგრძენი, თუ როგორ შემოვიდა ტანში მჭრელი მახვილი, რომელიც მას აქეთ დღითიდღე უფრო ღრმად მერჭობა. გაფითრებული ვარ და ტანში მუდმივი ჟრჟოლა მივლის. ეხლა სატევრის წვერი ზედ გულზე მაქვს დაბჯენილი და ვგრძნობ, ოდნავ რომ შევინძრე, ჩამესობა და ისე გამათავებს, რომ გმინვის ამოღებასაც ვეღარ მოვასწრებ",- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.