აშშ საუდის არაბეთში დამატებით 3 000 სამხედროს გაგზავნის. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა. მისი თქმით აშშ საუდის არაბეთში ახალ სარაკეტო სისტემებსა და რადარებს განათავსებს. ტრამპმა შესაბამისი წერილი წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის უკვე გაუგზავნა.
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამერიკული ანტისარაკეტო სისტემები რეგიონში არსებული გამოწვევების საპასუხოდ იგზავნება. ტრამპის თქმით, ამერიკელი ჯარისკაცები საუდის არაბეთში იქამდე დარცებიან, სანამ ამის საჭირობა იქნება. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საუდის არაბეთში 60 000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება.