ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს მიერ "რუსთავი 2"-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს, რამაც შესაძლოა ფაქტიურად შეზღუდოს სამაუწყებლო მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომა, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შატტების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. განცხადება საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა. საელჩოს განცხადებით, აშშ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოს თავისუფალი მედია გარემო.
იხილეთ: "რუსთავი 2"-ის მძიმე ღამე: რა ხდებოდა ტელევიზიაში სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ?
ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშს სთავაზობს, "რუსთავი 2" მის კოლექტივს მიჰყიდოს