აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 18 636 შემთხვევა დაფიქსირდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 872 528-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს "ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ს 876 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 108 200-ს გადააჭარბა.
ცნობისათვის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, რობერტ რედფილდმა, განცხადა, რომ აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებმა კორონავირუსზე ტესტირება უნდა გაიარონ. მისივე თქმით, თითოეულმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ თუ შემოწმებას არ გაივლიან, მათი ოჯახის შესაძლოა კორონავირუსით დაინფიცირდნენ.