აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 21 118 შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 811 172-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "სიენენი" "ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე" დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში "კოვიდ 19"-ით ქვეყანაში კიდევ 784 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვმა 105 167-ს მიაღწია.
რაც შეეხება გლობალურ მონაცემებს, მსოფლიოში კორონავირუსის 6.2 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 375 000 ადამიანი.