აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის მომწამვლელი ნივთიერება „რიცინის“ შემცველი წერილის გაგზავნაშია ეჭვმიტანილი.
მედიის ინფორმაციით, ქალი საზღვარზე დააკავეს, როდესაც ის კანადიდან აშშ-ში შესვლას ცდილობდა. ეჭვმიტანილს თან ცეცხლსასროლი იარაღიც ჰქონდა. რამდენიმე დღის წინ CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც მომწამვლელი ნივთიერება „რიცინი“ იყო მოთავსებული.
გამოძიება ვარაუდობდა, რომ წერილი ტრამპს კანადიდან გაუგზავნეს. პაკეტი, წერილების შესამოწმებელ განყოფილებაში მანამ აღმოაჩინეს, ვიდრე თეთრ სახლში შეაღწევდა.