04:02
30 ნოემბერი, 2021, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
Webnews
აშშ-ში ქართული ღვინო სულ უფრო მეტად უყვართ
26-10-2021

ნიუ-იორკში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. ქართულ რესტორანში Chama Mama გამართულ ღონისძიებაზე, 10 ადგილობრივი იმპორტიორის მიერ წარმოდგენილი იყო 120 ქართული ღვინო, რომლებიც უკვე წარმატებით იყიდება აშშ-ის ბაზარზე, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აქვე, პოტენციურ იმპორტიორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ 118 ღვინის ისეთ ნიმუშს, რომელსაც ამერიკელი მომხმარებელი ჯერ არ იცნობს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის Marq Energie Consulting ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას ღვინით ვაჭრობის სფეროსა და მედიის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
ქართული ღვინის საექსპორო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, დეგუსტაცია ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოშიც გაიმართა.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, ექსპორტი ბოლო 7 წელია სტაბილურად მზარდია.

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 807 ათასი ბოთლი ღვინო, ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18% შეადგინა.

AutoPlay
ჩინეთი ცნობილ ადამიანებს ინტერნეტში სიმდიდრის აფიშირებას უკრძალავს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა4
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
სასამართლომ კარიმ ბენზემა თანაგუნდელის დაშანტაჟების საქმეზე დამნაშავედ ცნო
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ძალიან პოპულაურია - თვითნასწავლი მუსიკოსი გოგონა ქველმოქმედებისთვის ქუჩაში უკრავს
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი BBC-ის ბოიკოტით დაემუქრა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ახალმა სამხრეთკორეულმა სერიალმა Squid game უკან ჩამოიტოვა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები