აშშ-ში ლუისვილის პოლიციამ ერთ-ერთ ბინაში ორი მამაკაცის ცხედარი იპოვნა, მათ შორის ერთი ქართველი ექიმი, 31 წლის დავით კანდელაკია. როგორც ამერიკული მედია იუწყება, ბინაში კიდევ ერთი მამაკაცის, ამერიკელი ჯოშუა რაისის ცხედარიც იყო. ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. დავით კანდელაკი მაიამიში თავის მეუღლეს უნდა შეხვედროდა, თუმცა არ გამოჩენილა, რის შემდეგაც მეუღლემ პოლიციას მიმართა. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.