აშშ-ში, დეტროიტის ცხოველთა ერთ-ერთ თავშესაფარში კაცმა 800-ზე მეტი თუთიყუში ჩააბარა. ამის შესახებ BBC წერს.
როგორც თავშესაფრის თანამშრომლები განმარტავენ, 23 დეკემბერს კაცმა მათ 497 ჩიტი მიუყვანა, რომლებიც 7 გალიაში ჰყავდა გადანაწილებული. შობის შემდეგ კი კაცი თავშესაფარში კიდევ 339 თუთიყუშთან ერთად დაბრუნდა.
თანამშრომლები ამბობენ, რომ შოკში იყვნენ, მაგრამ ჩიტების მიღებაზე უარი ვერ თქვეს, რადგან აშკარა იყო, რომ ისინი არაჯანსაღ გარემოში ცხოვრობდნენ. როგორც გაირკვა, თუთიყუშები კაცის მამას ეკუთვნოდნენ. მან ისინი გასამრავლებლად იყიდა, თუმცა სათანადოდ ვერ უვლიდა და ყოველთვიურად მათ გამოსაკვებად 1 200 დოლარს ხარჯავდა.
„თუთიყუშები ფაქტობრივად ვერ მოძრაობდნენ. მათი სხვადასხვა გალიაში გადასმა მოგიწია“, - განმარტეს თავშესაფარში.