აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 46 808 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5 141 208-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად, აშშ-ში „კოვიდ 19“-ს კიდევ 1 074-ის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 164 537-ს მიაღწია. ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.