აშშ-ში, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 47 511 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 668 000-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 413 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი 154 860-მდე გაიზარდა.
ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას.