გასული დღის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის 57 203 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 3 111 902-მდე გაიზარდა, - ამ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით „როიტერსი“ ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 895 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 133 195-ს მიაღწია.
ცნობისათვის, როგორც კორონავირუსით ინფიცირებულების ასევე დაღუპულების რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.