აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 811 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით დღემდე სულ 3 815 ადამიანია დაღუპული. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის მაჩვენებლით აშშ-მა ეპიდემიის თავდაპირველ ეპიცენტრ ჩინეთს გადაასწრო, სადაც ვირუსს 3 305 ადამიანი ემსხვერპლა.
აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა ინფიცირებულთა რაოდენობითაც. მას მოსდევს იტალია, ესპანეთი, ჩინეთი, გერმანია, ირანი და საფრანგეთი.