აშშ-ში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსს კიდევ 4 327 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან.
ამასთან. აშშ-ში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 215 805 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, საერთო ჯამში, კოვიდინფიცირების 22 838 110 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 380 600-ს აჭარბებს. აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია დაწყებულია.
ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის აშშ-ში ვაქცინის მინიმუნ 27 696 150 დოზაა განაწილებული და აცრილია 9 327 138 ადამიანი.