აშშ-ის აიდაჰოს შტატში მე-6 კლასელმა გოგონამ ორი თანაკლასელი და სკოლის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.
მედიის ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ რიგბიში, საშუალო სკოლაში მოხდა. პოლიციის მოსვლამდე გოგონას განიარაღება და დაკავება ერთ-ერთმა პედაგოგმა შეძლო. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით დაუდგენელია. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.