აშშ-ში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომელთა სასწავლო დაწესებულებები სწავლის მხოლოდ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, ქვეყანაში დარჩენის უფლება აღარ ექნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების დეპარტამენტის განმარტებით, იმ მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ წესს არ დაიცავენ, შესაძლოა, დეპორტაცია დაემუქროთ.
დეპარტამენტი აცხადებს, რომ ახალი წესი ვრცელდება F-1 და M-1 ვიზების მფლობელებზე, რომლებიც ეხება აკადემიურ და პროფესიულ პროგრამებში მონაწილე სტუდენტებს.