აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 80 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ეს მაჩვენებელი ქვეყნისთვის რეკორდულია და 2016 წლის არჩევნებში დაფიქსირებული ამომრჩეველთა აქტივობის 58%-ს შეადგენს. ამომრჩეველთა ნაწილმა ხმა ფოსტის საშუალებით, ნაწილმა კი - წინასწარ გახსნილ საარჩევნო უბნებზე მისცა.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება.